logo
ENG



წითლიძე: სუს-თან მოვედი და მოვიტანე სიმბოლურად შპრიცები, დააკავეს ჩვენი თანამებრძოლი

04 ნოე 202122:00
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/04/nfpu9le4blsxh94.png

ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ აქცია-პერფორმანსი გამართა, სადაც როგორც წითლიძე ამბობს, მათი თანაბერძოლი ელდარ კეზუა დააკავეს.

წითლიძემ მხარდამჭერებთან ერთად ადგილზე შპრიცები მიიტანა, როგორც იმის სიმბოლო, რომ სუს-ი მისი თქმით, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მუშაობდა ძველ ბიჭებთან და ხმების სანაცვლოდ ნარკოტიკებს არიგებდა. 

ადგილზე ასევე მიიტანეს ბანერი წარწერით: "რევოლუცია". 

"მოვედი მშვიდად, წყნარად და სუს-ის უფროსთან გასაუბრება ვითხოვე, რათა პირადად გადამეცა ამანათი, რაც მქონდა - შპრიცები, როგორც სიმბოლო იმისა, რომ სუსი მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მუშაობდა ძველ ბიჭებთან... სანამ ინტერვიუს ვაძლევდი, ჩვენი თანამებრძოლი ელდარ კეზუა დააკავეს", - თქვა წითლიძემ.


close დახურვა